მთავარი გვერდი

ქრისტიან დანიელსონი: ევროკავშირი და ევროკომისია გააგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების განხორციელების მიმართულებით

person access_time2017-09-14 14:07:14

 ვფიქრობ ის, რაც ჩვენ ვნახეთ  საქართველოში რეფორმების მიმართულებით, ძალიან შთამბეჭდავია - განაცხადა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურმა დირექტორმა (DG NEAR),  ქრისტიან დანიელსონმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, „რეფორმა, ზოგადად გრძელვადიანი პროცესია  და მუდმივად გრძელდება. მთავარია, გვესმოდეს, რა არის დღის წესრიგი რეფორმების განსახორციელებლად, ევროკავშირი და ევროკომისია კი, თავის მხრივ, გააგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების განხორციელების მიმართულებით.

 

 

როგორც კომერსანტს ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ფინანსთა სამინისტროში  ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორს (DG NEAR),  ქრისტიან დანიელსონს და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში აღმასრულებელ დირექტორს, თომას მაიერ-ჰარტინგს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა შეხვდა.

 

 

„ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ იმ  არსებით პროგრესზე, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს ეკონომიკაში და ასევე იმ გამოწვევებზე, რომლებიც არსებობს ამ მიმართულებით,“ - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ქრისტიან დანიელსონმა. მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო ფინანსური სტაბილურობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები, აგრეთვე ყურადღება განახვილდა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.

 


Reuters - დოლარი გამყარდა, მსოფლიო ფინანსური ბაზარი აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილების მოლოდინშია

person access_time2017-09-19 20:00:09
გლობალური აქციები გაიზარდა, დოლარი გამყარდა, ინვესტორები ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველთა გადაწყვეტილების მოლოდინში არიან, - წერს Reuters.   კერძოდ, ინვესტორების უმრავლესობის ვარაუდით, შეერთებულ შტატებში ფედერალურიბანკის მმართველები გადაწყვეტენ, რომ გაზარდონ საკრედიტო ფულზე ინტერესის მთავარი მაჩვენებელი.   ამგვარად, უკვე წინასწარ ხდება აქციების მასიურად შესყიდვა და პირველ რიგში, ისეთ კომპანიებში, რომლებიც უშუალოდ ნახავენ სარგებელს...

თემურ ჭიჭინაძე: “2012 წლიდან დენის ტარიფი კატასტროფულად არის გაზრდილი, რისი აუცილებლობაც არ იყო”

person access_time2017-09-19 18:30:57
სემეკის მონაცემებით საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად საშუალოდ  3.5 პროცენტით იზრდება. ელექტროენერგიის დეფიციტური წარმოების პირობებში, დენის იმპორტი გასულ წელთან შედარებით საქართველოში თითქმის გაორმაგდა. სპეციალისტების შეფასებით, სიტუაციას ართულებს ის ფაქტიც, რომ ადგილობრივ ბაზარზე დღეს ორი მონოპოლისტი კომპანია ,,თელასი’’ და ,,ენერგო პრო ჯორჯია’’ ოპერირებს, შესაბამისად სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ დენის გაძვირების პერსპექტივაც ყოველთვის დიდი...

„როდესაც ბანკის მოგებაში ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალი უფრო მეტია, ვიდრე საბანკო საქმიანობიდან, ეს კარგი არ არის“

person access_time2017-09-19 17:00:06
„ეროვნული ბანკი ცდილობს, რომ ბანკების არაპროფილური საქმიანობა დაიძლიოს, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ხვრელები არ უნდა დარჩეს, ძალიან მახვილი თვალია საჭირო“, – ასე ეხმაურება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც კომერციული ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების გამიჯვნას ეხება.   როგორც რომან...

„საქართველოს გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნის სტატუსი აღარ აქვს“ – დაუჭერენ თუ არა მხარს დონორები ქართული კომპანიებისთვის შეღავათიანი სისტემის დანერგვას?

person access_time2017-09-20 09:00:14
მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანია „კავკაზუს როუდ პროჯექტის“  ხელმძღვანელი პაატა ტრაპაიძე  სახელმწიფო შესყიდვებში ქართული კომპანიებისთვის შეღავათების დაწესებაზე „კომერსანტთან“ საუბრობს. მისი განცხადებით, აღნიშნული შეღავათი დონორების მიერ დაკონტრაქტებულ ტენდერებზე სავარაუდოდ, არ გავრცელდება და ის მხოლოდ სახელმწიფოსგან დაფინანსებულ პროექტებს შეეხება.   როგორც ტრაპაიძე აცხადებს, საქართველო აღარ...

როგორი იქნება ვეფხვი და მოყმის “დაკიდული” ხიდი (ვიდეო)

person access_time2017-09-19 15:15:48
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საზოგადოებას, პროგრამული ხედვის ფარგლებში, სატრანსპორტო პოლიტიკა და მისი ძირითადი მიმართულებები წარუდგინა. პროგრამაში მოხვდა მარშალ გელოვანის გამზირიდან სამტრედიის ქუჩაზე გამავალ ე.წ. დაკიდულ ხიდი, რომლის განხორციელებაზე „ქართულმა ოცნებამ 2013 წლის თებერვალში უარი განაცხადა. მოგვიანებით გაირკვა, რომ პროექტი აუცილებლად განხორციელდება.     როგორც...

რატომ არ გაამყარა ლარი ტურისტების მიერ დახარჯულმა 1.86 მილიარდმა დოლარმა

person access_time2017-09-19 14:40:13
ბოლო პერიოდის განმავლობაში, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში უფასურდება. ეკონომისტები ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფუნდამენტურ და მაკროეკონომიკურ ფაქტორებს ვერ ხედავენ და ძირითად აქცენტს სეზონურობაზე აკეთებენ. ტურისტული სეზონი ქვეყანაში ვალუტის შემოდინებასთან ასოცირდება და ამ პერიოდში, როგორც წესი, კურსს დაღმავალი ტრენდი არ აქვს, თუმცა ტურისტული სეზონის მილევასთან ერთად, ეროვნულმა ვალუტამ დოლართან მიმართებაში გაუფასურება დაიწყო. საპარლამენტო...

“ნაბეღლავი” ლაიმის ექსტრაქტით ალუმინის ქილაში - ახალი პროდუქტის რეალიზაცია დღეიდან დაიწყო

person access_time2017-09-19 13:01:43
„ნაბეღლავის“ მწარმოებელმა კომპანია „წყალი მარგებელმა“ მინერალური წყალი ლაიმის ექსტრაქტით გამოუშვა. ამის შესახებ „კომერსანტთან საუბრისას კომპანიის ხელმძღვანელმა ავთანდილ სვიმონიშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ახალი პროდუქტი სარეალიზაციო ქსელში უკვე დღეიდან გავიდა.   სვიმონიშვილის ინფორმაციით, ახალი პროდუქტი 0.33 ლიტრიან ალუმინის ქილაში გაიყიდება და მისი გასაყიდი ფასი 1 ლარი იქნება. მისივე  განმარტებით, უკვე დღეიდან...

პარლამენტის წევრების კავშირები ბიზნესთან და შეუთავსებელი საქმიანობა

person access_time2017-09-19 11:30:43
დეპუტატების არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები და სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა – საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ახალი ანგარიშის მიხედვით, ეს პრობლემა არსებობს მეცხრე მოწვევის პარლამენტშიც.    როგორც კვლევაშია აღნიშნული, ოფიციალური მონაცემების შესწავლის საფუძველზე გამოიკვეთა:   პარლამენტის წევრების ბიზნეს...

საგადასახადო შეღავათების შედეგად ამ დრომდე 25 დაუსრულებელი ობიექტის მშენებლობა განახლდა

person access_time2017-09-19 11:06:45
დაუსრულებელი მშენებლობისთვის საგადასახადო შეღავათის ამოქმედებიდან დღემდე 25 დაუსრულებელი ობიექტის მშენებლობა განახლდა. მათი საერთო საინვესტიციო ღირებულება 65 მილიონ დოლარამდეა, ხოლო მშენებლობის დასრულება 2017 წლის ბოლომდე უნდა მოხდეს. საუბარია მიმდინარე წელს, საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებზე, რომლის შედეგადაც, 2 წლით გაიზარდა დაუსრულებელი მშენებლობებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათის გამოყენების ვადა. მშენებლობის დასრულების საბოლოო ვადად კი 2019 წლის 31 დეკემბერი...

კომერციულმა ბანკებმა 2 კვარტალში ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან 114,9 მლნ. ლარის მოგება მიიღეს

person access_time2017-09-19 09:00:41
კომერციულ ბანკებს ვალუტის ყიდვა–გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებული მოგების მოცულობა ეზრდებათ. 2017 წლის ორ კვარტალში ბანკებმა მთლიანად ამ ოპერაციებიდან 114 953 959 ლარის მოგება მიიღეს.  კომერციული ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, 2017 წლის პირველ კვარტალში ვალუტის ყიდვა–გაყიდვის ოპერაციებიდან ბანკების მოგებამ 58 382 400 ლარი შეადგინა.  მეორე კვარტალში კომერციულმა ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან 56,7 მილიონი ლარის მოგება მიიღეს.    კომერციული...

მსგავსი სიახლეები