მთავარი გვერდი

გიორგი კვირიკაშვილი – "აჭარას ყველანაირი რესურსი აქვს საიმისოდ, რომ ტურიზმი მთელი წლის განმავლობაში შემოსავლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო გახდეს"

person access_time2017-09-12 23:29:13

აჭარას ყველანაირი რესურსი აქვს საიმისოდ, რომ ტურიზმი მთელი წლის განმავლობაში შემოსავლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო გახდეს – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა, „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში განაცხადა, სადაც აჭარაში ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მერობის კანდიდატები წარადგინა.

 

„მოგესალმებით, ჩემო საყვარელო ადამიანებო! ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ქალაქში, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის განსაკუთრებულად თბილი და განსაკუთრებულად საყვარელია.

 

 

განსაკუთრებული ემოციები გვაკავშირებს ჩვენ ბათუმთან, აჭარასთან და აქ განსაკუთრებულად იგრძნობა ჩვენი ქვეყნის სიყვარული და სითბო. ამიტომ, კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით მოგესალმებით!

 

 

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის, მხარდაჭერისთვის! ასევე, მინდა გამოვთქვა კმაყოფილება, რომ აჭარას დღეს ჰყავს მთავრობის ასეთი ღირსეული თავმჯდომარე, როგორიც არის ზურაბ პატარაძე. ზურაბი ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში ცხოვრობს თითოეული აჭარლის პრობლემით, მას ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს და არის ერთ-ერთი ყველაზე გულისხმიერი ადამიანი, რომელსაც ვიცნობ და მინდა, კიდევ ერთხელ განსაკუთრებულად მივესალმოთ მას.

 

 

მეგობრებო, მართლა ყველას გვახარებს, რომ აჭარას სულ უფრო მეტად ეტყობა წინსვლა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ აჭარა იყოს წელგამართული და ხალხი ცხოვრობდეს მშვიდად, რომ თითოეულ თქვენგანს გქონდეთ სტაბილურობის განცდა, არ გეშინოდეთ ხვალინდელი დღის. აჭარას ნამდვილად აქვს განვითარების კიდევ უფრო დიდი პოტენციალი და ჩვენი ვალია, ეს პოტენციალი სრულად ავითვისოთ. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ჩვენ, კიდევ არაერთი დაწყებული პროექტი გვაქვს ბოლომდე მისაყვანი და ამას თქვენთან ერთად შევძლებთ. ჩვენ ერთად გადავდგამთ ნაბიჯებს აჭარის გაძლიერებისა და საქართველოს წინსვლისათვის, რადგან ძლიერი აჭარა არის ძლიერი საქართველო!

 

 

ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჩვენს მიერ ამოქმედებულმა ჯანდაცვისა და სოციალურმა პროგრამებმა ათასობით აჭარელს მისცა უკეთესი ცხოვრების საშუალება, გახსნა ახალი შესაძლებლობები ბიზნესის კეთებისთვის.

 

 

სახელმწიფომ უდიდესი რესურსი გაიღო სოფლის მეურნეობის ფეხზე დასაყენებლად, ჯანდაცვის პროგრამებისთვის, ბიზნესის ხელშესაწყობად. აჭარაში მხოლოდ გლეხებისა და ფერმერების ხელშეწყობის პროექტებით 60 ათასამდე გლეხმა ჯამში სახელმწიფოსგან 20 მილიონამდე ლარის სარგებელი მიიღო. გაიცა 25 მილიონ ლარზე მეტი აგროკრედიტი, რაც მესაქონლეობის, მეფუტკრეობის, მეთევზეობისა და ხილის გადამამუშავებელი დარგების ხელშეწყობას ხმარდება. „დანერგე მომავლის“ პროგრამის ფარგლებში, 10 ჰექტრამდე ფართობზე გაშენდა კენკროვანი კულტურები. გაიხსნა 13 ახალი საწარმო, გაფართოვდა და გადაიარაღდა 5 საწარმო.

 

 

სახელმწიფოს მხრიდან ასევე მნიშვნელოვანი ხელშეწყობა ჰქონდა მცირე მეწარმეებს. „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 300-ზე მეტი საწარმო, გაცემული გრანტის ოდენობა 2 მილიონ ლარზე მეტია.

 

 

ჩემო მეგობრებო! ეს პროექტები, რომლითაც სახელმწიფო ხელს უწყობს ჩვენს მოქალაქეებს, მეწარმეებს, დღითიდღე სულ უფრო ხელშესახები, და მეტი შედეგების მომტანი ხდება. ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, რომ რესურსი ჩაგვედო და დაგვეფინანსებინა ისეთი პროექტები, რომლის შედეგები, ხშირად, წლების მერე მოდის. მაგრამ ეს იყო სწორი და პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილება, რომელიც გრძელვადიანად გაცილებით მეტად დაეხმარება ხალხს და ეს შედეგებიც, როგორც უკვე ვთქვი, სულ უფრო მეტ მასშტაბს მიიღებს.

 

 

რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორცილებას ყველა მიმართულებით. გაგრძელდება ყველა ის სახელმწიფო პროგრამა და პროექტი, რომლებიც ჩვენ დავიწყეთ და წარმატებით მუშაობს, იქნება ეს მეწარმეების ხელშეწყობა, ჯანდაცვის და სოციალური პროგრამები, თუ საბავშვო ბაღების, სკვერების, კულტურის ცენტრებისა და სპორტული კომპლექსების მშენებლობა და რეაბილიტაცია.

 

 

მეგობრებო, აჭარას ყველანაირი რესურსი აქვს საიმისოდ, რომ ტურიზმი მთელი წლის განმავლობაში შემოსავლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო გახდეს. აჭარის ზღვისპირეთიც და მთაც, ბოლომდე თანაბრად უნდა ავითვისოთ, რათა ამ ულამაზეს მხარეში, ოთხივე სეზონზე, იყოს ტურისტების უწყვეტი ნაკადი.

ამიტომ, ჩვენი ხელშეწყობის შედეგი, აქ უკვე მართლაც იგრძნობა. წელს, აჭარაში წარმატებული ტურისტული სეზონი გვაქვს. აქ ტურიზმის ინდუსტრიაში განსაკუთრებით შეიმჩნევა მზარდი დინამიკა - ყოველწლიურად იზრდება ტურისტული ობიექტების და საჰაერო ფრენების რაოდენობა. მხოლოდ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, წლევანდელ სეზონზე 39 მიმართულებით, კვირაში 140 ფრენა ხორციელდება.

 

 

წლევანდელ სეზონზე, გასული წლის ზაფხულთან შედარებით, უცხოელი ტურისტების რაოდენობის მხრივ 25%-იანი მატება გვაქვს და ეს დიდ სტიმულს გვაძლევს ყველას.

 

 

ტურიზმის განვითარებას ხელს უწყობს ახალი ინვესტიციები სასტუმრო სექტორში. მხოლოდ სამ წელიწადში, აჭარას 49 ახალი სასტუმრო შეემატა და რაც განსაკუთრებით გვახარებს, წლევანდელ სეზონზე გასულ წლებთან შედარებით, საოჯახო სასტუმროებიც დაიტვირთა და ეს არის ყველაზე მისასალმებელი, რომ რიგით ადამიანს, რომელმაც შეძლო, საკუთარი საცხოვრებელი მინიმალური სტანდარტებით მოეწყო, უკვე ჰყავს ტურისტები და ტურიზმი ხდება შემოსავლების წყარო არა მხოლოდ დიდი სასტუმროებისთვის, არამედ ოჯახური სასტუმროებისთვისაც.

 

 

ქობულეთში დაწყებულია უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი - საფუძველი ჩაეყარა 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას, რომლის ინვესტიცია 200 მილიონი ლარია. ეს იქნება ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ულამაზესი და უმსხვილესი მრავალფუნქციური კომპლექსი.

 

 

ფართომასშტაბიანი საინვესტიციო პროექტები ხორციელდება ასევე გოდერძის კურორტზე. 2015 წლიდან, კურორტი მუშაობს როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის სეზონებზე. ამ ეტაპზე, იქ კიდევ 6 სასტუმრო კომპლექსი შენდება. ეს არის საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები, რომელთა ინვესტიციაც 80 მილიონ ლარს აჭარბებს. ყველა ლარი, რომელიც ამ მიმართულებით იხარჯება, არის ახალი დასაქმებული აჭარელი და თითოეულ ოჯახში მიტანილი კეთილდღეობა.

 

 

მომდევნო ორ წელიწადში, აჭარას კიდევ ათეულობით სასტუმრო შეემატება, მათ შორის, შემოვა კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო სტანდარტის სასტუმრო. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში, კერძოდ კი აჭარაში, კაპიტალის ჩადება უცხოელი ინვესტორებისთვის უსაფრთხო და პერსპექტიულია. ჩვენ ეს ნდობა მოვიპოვეთ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ეკონომიკის განვითარებისთვის, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენისთვის, ჩვენი ოჯახების კეთილდღეობისთვის.

 

 

ჩვენ ინტენსიურად ვაგრძელებთ აჭარაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომელთა წარმატებით დასრულება, კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს გაუჩენს თითოეულ აჭარელს. ასეთი მასშტაბის პროექტები, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ნაწილია, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით თანმიმდევრულად მივყვებით. ასეთია, მაგალითად, ქობულეთის შემოვლითი გზა, რომლის ჯამური ინვესტიცია 350 მილიონ ლარს აჭარბებს.

 

 

შემოდგომაზე დაიწყება და 2020 წლისთვის დასრულდება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომლის ღირებულება 330 მილიონ ლარზე მეტია. ბათუმის შემოვლითი გზა, ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად, საგრძნობლად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში და გაიზრდება სატრანზიტო ტვირთბრუნვა. აჭარის ზღვისპირა ზოლიდან, სატრანზიტო მოძრაობის ახალ გზაზე გადართვა, ხელს შეუწყობს კურორტების ეკოლოგიურად გაჯანსაღებას და რეგიონში ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას.

 

 

ასევე, დაგეგმილი გვაქვს ბათუმი-სარფის გზის მშენებლობა, რომელიც მომავალი წლიდან დაიწყება. ბათუმი-სარფის გზა იმ ჩქაროსნული მაგისტრალის შემადგენელი ნაწილი იქნება, რომელსაც თურქეთის საზღვრამდე მივყავართ. მაგისტრალის მდებარეობა უზრუნველყოფს, რომ ის გახდეს ძირითადი სატრანსპორტო რგოლი შავ ზღვას, კასპიის ზღვასა და ცენტრალურ აზიას შორის.

 

 

გარდა ამისა, მაღალმთიან აჭარაში, ხულო-ზარზმის მიმართულებით, იწყება გზის მშენებლობა. უახლოეს დღეებში და არა წლებში დაიწყება ამ გზის მშენებლობა, რომლის სიგრძე 45 კილომეტრია და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ჩვენ მაღალმთიან აჭარაში განვახორციელებთ. პროექტის განხორციელების შედეგად, საათ-ნახევრით შემცირდება ამ მიმართულებით მგზავრობის დრო.

 

 

აჭარაში დაგეგმილი წლევანდელი საგზაო ინფრასტრუქტურული 300-ზე მეტი პროექტიდან 85% უკვე შესრულებულია ან დასრულების ეტაპზეა.

 

 

აჭარაში გრძელდება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი - ეს გახლავთ ბათუმის წყალმომარაგების, წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია. ახალ ქსელში ჩართული აბონენტების რაოდენობა მუდმივად იზრდება. ამ პროექტის დასრულების შემდეგ ბათუმისა და მისი ძველი საზღვრების ფარგლებში მთლიანად იქნება მოწესრიგებული წყალმომარაგების სისტემა.

 

 

ასევე დავიწყეთ ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაციის პროექტი ქობულეთში. ვახორციელებთ ბათუმის ნაპირდაცვით და სანაპირო ზოლის მოწყობის პროექტებს, რომლებიც მომავალი წლის სეზონისთვის დასრულდება.

 

 

მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ისიც, რომ მალე ბათუმს ახალი, ადაპტირებული ავტობუსები მოემსახურება, რაც ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ხარისხს თვისობრივად შეცვლის. ახალი, ევროპული სტანდარტის, მათ შორის ელექტროავტობუსები ჩაანაცვლებენ ძველ ავტობუსებს.

 

 

არ შემიძლია აქვე არ აღვნიშნო, რომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები. შემოსავლების დინამიკა ყოველწლიურად მზარდია და, 2013 წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგებულია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ადგილობრივ დონეზე არაერთი პრობლემების მოგვარებისთვის.

 

 

მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირება იყო მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება. მინდა გითხრათ, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან შუახევის მუნიციპალიტეტამდე, უკვე შეძენილია გაზიფიცირების პროექტი და მალე მაღალმთიანი აჭარისთვის ეს პრობლემა აღარ იარსებებს. ეს იქნება უდიდესი შვება მოსახლეობისთვის. ასევე, გადავჭერით იალაღების ელექტრიფიკაციის პრობლემა ზემო აჭარაში.

 

 

ჩვენ ვახორციელებთ ძალიან საინტერესო პროექტებს მთიან აჭარაში - ეს გახლავთ ასევე ალპური ბოტანიკური ბაღი, რომლის გაშენების სამუშაოები უკვე დაწყებულია. დარწმუნებული ვარ, ალპური ბოტანიკური ბაღი, ტურისტებისთვის, კიდევ ერთი საინტერესო და მიმზიდველი ადგილი იქნება.

 

 

აჭარაში, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები საზღვაო დარგის განვითარების კუთხითაც, რაც აჭარისთვის ძალიან აქტუალურია.

 

 

გასულ წელს ჩვენს ნავსადგურებში ამოქმედდა გემების მოძრაობის მონიტორინგის თანამედროვე სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ნავსადგურებში უსაფრთხო ნაოსნობას და ხელს უწყობს საზღვაო-სამაშველო ოპერაციების განხორციელებას. ეს სისტემა საშუალებას მოგვცემს, მუდმივად გავაუმჯობესოთ მონიტორინგი და უსაფრთხოება აჭარის აკვატორიაში.

 

 

არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ სულ უფრო პოპულარული ხდება მეზღვაურის პროფესია. აკადემიაში გატარებულმა მნიშვნელოვანმა რეფორმებმა გავლენა მოახდინა მისი რეიტინგის ამაღლებაზე. ეს სასწავლებელი გახდა ჭეშმარიტად რეგიონული და საერთაშორისო მასშტაბის სასწავლებელი. წელს საზღვაო აკადემიას არც ერთი ვაკანტური ადგილი არ დარჩა. ჩვენ ვაგრძელებთ საზღვაო აკადემიისთვის კომპლექსური დახმარების გაწევას და დარწმუნებული ვარ, ეს ხელშეწყობა ააღორძინებს მეზღვაურის პროფესიის მნიშვნელობას არა მხოლოდ აჭარაში, არამედ მთლიანად საქართველოში.

 

 

ყველა ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ აჭარაში, ემსახურება თქვენი, თითოეული თქვენგანის ცხოვრების გაუმჯობესებას, ოჯახების კეთილდღეობას და როგორც ხედავთ, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები და შედეგები გვაქვს.

 

 

მე მჯერა, რომ 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, თქვენი დიდი მხარდაჭერით, „ქართული ოცნება“ კვლავ მოიპოვებს იმ გამარჯვებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, თქვენთან ერთად გავაგრძელოთ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები, ის სწორი სტრატეგიული გზა, რომელიც 2012 წელს დაიწყო და რომელმაც ქვეყანაში მოიტანა სტაბილური და მიზანმიმართული განვითარების პერსპექტივა, რომელიც საბოლოოდ აუცილებლად დაგვირგვინდება თითოეული ოჯახის კეთილდღეობით“ – განაცხადა პრემიერმა.

 

 

 


Reuters - დოლარი გამყარდა, მსოფლიო ფინანსური ბაზარი აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილების მოლოდინშია

person access_time2017-09-19 20:00:09
გლობალური აქციები გაიზარდა, დოლარი გამყარდა, ინვესტორები ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველთა გადაწყვეტილების მოლოდინში არიან, - წერს Reuters.   კერძოდ, ინვესტორების უმრავლესობის ვარაუდით, შეერთებულ შტატებში ფედერალურიბანკის მმართველები გადაწყვეტენ, რომ გაზარდონ საკრედიტო ფულზე ინტერესის მთავარი მაჩვენებელი.   ამგვარად, უკვე წინასწარ ხდება აქციების მასიურად შესყიდვა და პირველ რიგში, ისეთ კომპანიებში, რომლებიც უშუალოდ ნახავენ სარგებელს...

თემურ ჭიჭინაძე: “2012 წლიდან დენის ტარიფი კატასტროფულად არის გაზრდილი, რისი აუცილებლობაც არ იყო”

person access_time2017-09-19 18:30:57
სემეკის მონაცემებით საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად საშუალოდ  3.5 პროცენტით იზრდება. ელექტროენერგიის დეფიციტური წარმოების პირობებში, დენის იმპორტი გასულ წელთან შედარებით საქართველოში თითქმის გაორმაგდა. სპეციალისტების შეფასებით, სიტუაციას ართულებს ის ფაქტიც, რომ ადგილობრივ ბაზარზე დღეს ორი მონოპოლისტი კომპანია ,,თელასი’’ და ,,ენერგო პრო ჯორჯია’’ ოპერირებს, შესაბამისად სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ დენის გაძვირების პერსპექტივაც ყოველთვის დიდი...

„როდესაც ბანკის მოგებაში ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალი უფრო მეტია, ვიდრე საბანკო საქმიანობიდან, ეს კარგი არ არის“

person access_time2017-09-19 17:00:06
„ეროვნული ბანკი ცდილობს, რომ ბანკების არაპროფილური საქმიანობა დაიძლიოს, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ხვრელები არ უნდა დარჩეს, ძალიან მახვილი თვალია საჭირო“, – ასე ეხმაურება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც კომერციული ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების გამიჯვნას ეხება.   როგორც რომან...

„საქართველოს გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნის სტატუსი აღარ აქვს“ – დაუჭერენ თუ არა მხარს დონორები ქართული კომპანიებისთვის შეღავათიანი სისტემის დანერგვას?

person access_time2017-09-20 09:00:14
მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანია „კავკაზუს როუდ პროჯექტის“  ხელმძღვანელი პაატა ტრაპაიძე  სახელმწიფო შესყიდვებში ქართული კომპანიებისთვის შეღავათების დაწესებაზე „კომერსანტთან“ საუბრობს. მისი განცხადებით, აღნიშნული შეღავათი დონორების მიერ დაკონტრაქტებულ ტენდერებზე სავარაუდოდ, არ გავრცელდება და ის მხოლოდ სახელმწიფოსგან დაფინანსებულ პროექტებს შეეხება.   როგორც ტრაპაიძე აცხადებს, საქართველო აღარ...

როგორი იქნება ვეფხვი და მოყმის “დაკიდული” ხიდი (ვიდეო)

person access_time2017-09-19 15:15:48
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საზოგადოებას, პროგრამული ხედვის ფარგლებში, სატრანსპორტო პოლიტიკა და მისი ძირითადი მიმართულებები წარუდგინა. პროგრამაში მოხვდა მარშალ გელოვანის გამზირიდან სამტრედიის ქუჩაზე გამავალ ე.წ. დაკიდულ ხიდი, რომლის განხორციელებაზე „ქართულმა ოცნებამ 2013 წლის თებერვალში უარი განაცხადა. მოგვიანებით გაირკვა, რომ პროექტი აუცილებლად განხორციელდება.     როგორც...

რატომ არ გაამყარა ლარი ტურისტების მიერ დახარჯულმა 1.86 მილიარდმა დოლარმა

person access_time2017-09-19 14:40:13
ბოლო პერიოდის განმავლობაში, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში უფასურდება. ეკონომისტები ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფუნდამენტურ და მაკროეკონომიკურ ფაქტორებს ვერ ხედავენ და ძირითად აქცენტს სეზონურობაზე აკეთებენ. ტურისტული სეზონი ქვეყანაში ვალუტის შემოდინებასთან ასოცირდება და ამ პერიოდში, როგორც წესი, კურსს დაღმავალი ტრენდი არ აქვს, თუმცა ტურისტული სეზონის მილევასთან ერთად, ეროვნულმა ვალუტამ დოლართან მიმართებაში გაუფასურება დაიწყო. საპარლამენტო...

“ნაბეღლავი” ლაიმის ექსტრაქტით ალუმინის ქილაში - ახალი პროდუქტის რეალიზაცია დღეიდან დაიწყო

person access_time2017-09-19 13:01:43
„ნაბეღლავის“ მწარმოებელმა კომპანია „წყალი მარგებელმა“ მინერალური წყალი ლაიმის ექსტრაქტით გამოუშვა. ამის შესახებ „კომერსანტთან საუბრისას კომპანიის ხელმძღვანელმა ავთანდილ სვიმონიშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ახალი პროდუქტი სარეალიზაციო ქსელში უკვე დღეიდან გავიდა.   სვიმონიშვილის ინფორმაციით, ახალი პროდუქტი 0.33 ლიტრიან ალუმინის ქილაში გაიყიდება და მისი გასაყიდი ფასი 1 ლარი იქნება. მისივე  განმარტებით, უკვე დღეიდან...

პარლამენტის წევრების კავშირები ბიზნესთან და შეუთავსებელი საქმიანობა

person access_time2017-09-19 11:30:43
დეპუტატების არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები და სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა – საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ახალი ანგარიშის მიხედვით, ეს პრობლემა არსებობს მეცხრე მოწვევის პარლამენტშიც.    როგორც კვლევაშია აღნიშნული, ოფიციალური მონაცემების შესწავლის საფუძველზე გამოიკვეთა:   პარლამენტის წევრების ბიზნეს...

საგადასახადო შეღავათების შედეგად ამ დრომდე 25 დაუსრულებელი ობიექტის მშენებლობა განახლდა

person access_time2017-09-19 11:06:45
დაუსრულებელი მშენებლობისთვის საგადასახადო შეღავათის ამოქმედებიდან დღემდე 25 დაუსრულებელი ობიექტის მშენებლობა განახლდა. მათი საერთო საინვესტიციო ღირებულება 65 მილიონ დოლარამდეა, ხოლო მშენებლობის დასრულება 2017 წლის ბოლომდე უნდა მოხდეს. საუბარია მიმდინარე წელს, საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებზე, რომლის შედეგადაც, 2 წლით გაიზარდა დაუსრულებელი მშენებლობებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათის გამოყენების ვადა. მშენებლობის დასრულების საბოლოო ვადად კი 2019 წლის 31 დეკემბერი...

კომერციულმა ბანკებმა 2 კვარტალში ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან 114,9 მლნ. ლარის მოგება მიიღეს

person access_time2017-09-19 09:00:41
კომერციულ ბანკებს ვალუტის ყიდვა–გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებული მოგების მოცულობა ეზრდებათ. 2017 წლის ორ კვარტალში ბანკებმა მთლიანად ამ ოპერაციებიდან 114 953 959 ლარის მოგება მიიღეს.  კომერციული ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, 2017 წლის პირველ კვარტალში ვალუტის ყიდვა–გაყიდვის ოპერაციებიდან ბანკების მოგებამ 58 382 400 ლარი შეადგინა.  მეორე კვარტალში კომერციულმა ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან 56,7 მილიონი ლარის მოგება მიიღეს.    კომერციული...

მსგავსი სიახლეები