მთავარი გვერდი

დაბალი ფასის გამო, რესტორნები უპირატესობას იმპორტირებულ ხორცს ანიჭებენ

person access_time2017-09-12 09:00:04

ადგილობრივ ბაზარზე გაყინული, იმპორტირებული ხორცის მოხმარება პიკზეა. საქართველოში საქონლის ხორცის დეფიციტიის გამო ხორცპროდუქტების მწარმოებელები ბაზარზე არსებულ რთულ ვითარებაზე საუბრობენ. მათი ნაწილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ  დაბალი ფასის გამო, კვების ობიექტები უპირატესობას უკვე იმპორტირებულ ხორცს ანიჭებს.

 

შპს „ახალი ხორცის“ ხელმძღვანელი  თემურ ხურცილავა „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ ბაზარზე საქონლის ხორცი, გასული წლიდან მოყოლებული ისევ  დეფიციტიურია, ეს კი საბოლოოდ ფასების ზრდაში გამოიხატება. ბოლო ერთ თვეში საქონლის ხორცის ფასმა 1.50 ლარით მოიმატა. მისი თქმით, სეზონურად, კონკრეტულად კი, აგვისტო-ნოემბრის პერიოდში საქონლის ხორცი ბაზარს ჭარბი რაოდენობით მიეწოდება, რასაც ვერ ვიტყვით ახლანდელ პერიოდზე.

 

ხურცილავა ამბობს, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ბოლო პერიოდში, ძალიან ბევრი ცოცხალი საქონელი გავიდა და ახლაც ასე გრძელდება. მისივე განცხადებით, თუ ადგილობრივად დაკლული საქონლის ფასი 11 -12 ლარია, ცოცხალი საქონლის გაყვანის შემთხვევაში 1 კილოს ფასი 15 ლარამდე  ადის. საქონელი არაბულ ქვეყნებში გადის.

 

„როდესაც ხორცი გაძვირდა, ბევრ სახინკლეს და რესტორანს ვუთხარით, რომ ძველ ფასში ვეღარ მივაწვდიდით. შედეგად, კვების ობიექტებმა ადგილობრივს  იმპორტირებული არჩიეს. რესტორნებმა პროდუქციაზე ფასები რომ გაზარდონ, კლიენტი აღარ მიუვათ, ანუ მძაფრი კონკურენციაა და კლიენტი დაეკარგებათ. ამიტომ ცდილობენ, რომ იგივე ფასებში იმუშაონ, ამის გამო კი გაყინული, იმპორტირებული ხორცი გამოიყენონ“, - აცხადებს ხურცილავა.

 

მისი მტკიცებით, მცირე ტიპის კომპანიები  დახურვის წინაშე დგანან, რადგან გაზრდილი ფასის პირობებში რეალიზაცია კლებულობს. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ბიზნესმენი საკუთარი ფერმის დაფუძნებსაც გეგმავდა, თუმცა, გადაიფიქრა. როგორც ხურცილავა აცხადებს, საქართველოში ფერმის გაკეთება არ ღირს, რადგან  2-3 თვეში საქონელი იმ კონდიციამდე ვერ მიდის რომ დაიკლას და ხორცად გაიყიდოს, საკვები დანამატი პრემიქსით მოყვანილი კი კილოგრამებს მალე ამატებს, თუმცა,   ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

 

კითხვაზე, როგორ უნდა დარეგულირდეს ეს პრობლემა, ხურცილავა განმარტავს, ამას ბაზარი დაარეგულირებს და მასში ხელოვნული ჩარევა შესაძლოა კიდევ უფრო საზიანო იყოს.

 

შპს „უხვის“ ხელმძღვანელი ნოდარ ყაველაშვილიც ამბობს, რომ ქართული საქონელი ექსპორტზე დიდი რაოდენობით გადის, შეიქმნა დეფიციტი, რამაც ხორცის გაძვირება გამოიწვია. მისი თქმით, ახლა ვითარება მეტნაკლებად გამოსწორდა, რადგან ზოგადად, შემოდგომა ხორცის ჭარბი რაოდენობით ხასიათდება ხოლმე. როგორც ყაველაშვილი განმარტავს, ზამთარში სიტუაცია ისევ ძველებურად იქნება და  ბაზარზე ისევ ხორცის დეფიციტი შეიქმნება.

 

მისი თქმით, საქართველოში იანვრიდან საქონლის ხორცის ფასი 2-3 ლარით გაიზარდა. ყაველაშვილი ასევე ამბობს, რომ თუ სფეროში კონკურენცია არ იქნება, ისე ვერ განვითარდება. იგი ასევ აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოში წარმოებული, ადგილობრივი ხორცი არ არის იმ რაოდენობის, რომ ბაზარზე არსებული მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. მისი მტკციებით, რომ არა იმპორტირებული ხორცი, ბაზარზე აღნიშნული პროდუქტი საგრძნობლად გაძვირდებოდა.

 

„რატომღაც წარმოდგენა გვაქვს, რომ ქართული ხორცი საუკეთესოა. ეს წარმოდგენა კი  მცდარია. იმპორტირებულშიც არის  ხარისხიანი. მე რესტორნებსაც ვაბარებ, ჯარსაც ვამარაგებ. იგივე რესტორანს, იგივე ხარისხის ან უკეთეს ხორცს თუ მიაწვდი და ის იმპორტირებული იქნება, რა პრობლემაა?“, - აცხადებს ყაველაშვილი.

 

სურსათის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, საქართველოდან მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი აზერბაიჯანში, ეგვიპტეში, ერაყში, საუდის არაბეთსა და სირიაში ხორციელდება.


აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში საქართველოდან ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი არ ხორციელდებოდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ექსპორტი 2008 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ იზრდება. 2008 წელს ქვეყნიდან 584.4 ათასი დოლარის ღირებულების ცოცხალი საქონლის ექსპორტი განხორციელდა, 2016 წელს წელს კი ეს მაჩვენებელი 36,841.6 ათას დოლარამდე გაიზარდა. 2015 წელს კი ცოცხალი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტმა 20,103.4 ათასი დოლარი შეადგინა.

 

სწორედ გაზრდილი ექსპორტს ასახელებენ სასაკლაოებში საქონლის ხორცის დეფიციტის მიზეზად.

 

კიდევ ერთი პრობლემა - წარმოების შემცირებაა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს 2015 წელთან შედარებით ხორცის წარმოება თითქმის 9,6 ათასი ტონით შემცირდა. თუ 2015 წელს ქვეყანაში ხორცის წარმოება იყო 62,1 ათასი ტონა, 2016 წელს ეს მაჩვენებელი 52,5 ათასამდე შემცირდა. 

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი

 

 


მარტვილის კანიონი, დაშბაშის ჩანჩქერი – ადგილები, რომელებიც ტურისტებისთვის აღმოჩენად იქცა

person access_time2017-09-22 19:00:23
ჯერ კიდევ 10 წლის წინ საქართველოს ამ ულამაზეს ადგილებს ძალიან ცოტა მნახველი ჰყავდა, ახლა კი ამ ადგილებს უამრავი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი სტუმრობს. როგორც საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ - ნატო კვაჭანტირაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ეს ადგილები აღმოჩენად იქცა არა მარტო უცხოელი, არამედ ქართველი ტურისტებისთვისაც. მარტვილის კანიონი პირველ რიგში უნდა გამოვყოთ, რადგან წელს მას უამრავი მნახველი...

Bloomberg-ი ელექტრომობილების ბუმს iPhone-ის ბაზარზე შემოსვლას ადარებს

person access_time2017-09-22 20:00:44
10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Apple-მა ახალი, ინოვაციური პროდუქტი შესთავაზა მომხმარებელს, რამაც მობილური ტელეფონების ინდუსტრია მთლიანად შეცვალა. სავარაუდოდ, ელექტრომობილებისა და თვითმავალი ავტომობილების განვითარება საავტომობილო ბაზარზე ასევე მასშტაბურ ცვლილებებს გამოიწვევს.   ამის საფუძველს Tesla-სა და მისი კონკურენტების, ასევე Uber Technologies Inc.-ისა და Alphabet-ის საავტომობილო დეპარტამენტის, Waymo-ს პროგრესირება იძლევა. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ წლების წინ Apple-ის...

„აირზენა“ პარიზის და ევროპის სხვა ქალაქების მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

person access_time2017-09-22 15:09:11
ავიაკომპანია „აირზენა“ გაზაფხულიდან ევროპის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს. როგორც კომპანიაში კომერსანტს განუცხადეს, აპრილიდან   „აირზენა“ ამატებს პარიზის, ბარსელონის, ბერლინის, ბრიუსელის, ბოლონიის და სხვა მიმართულებებს.   „კიდევ რომელი ქალაქები დაემატება ჩვენს რეისებს, წინასწარ ვერ გეტყვით. დეტალებს მალე დავაანონსებთ. ასევე, მოგვიანებით გახდება ცნობილი ფრენის ღირებულებაც“, – განუცხადეს...

სოსო გალუმაშვილი: "საქართველოში კომპანიებს რისკების შეფასება არ უყვართ და ელიან, როდის ჩაივლის რისკი

person access_time2017-09-22 14:00:01
რისკი ეს არის გარკვეული მოვლენების ზემოქმედება კომპანიების, ორგანიზაციების სტრატეგიულ თუ საოპერაციო მოქმედებებზე. ხშირად კომპანიებში რისკების ალბათობა საკმაოდ მაღალია. ამისთვის საჭიროა მენეჯმენტმა წინასწარ იცოდეს რისკ ფაქტორების შესახებ. გადაცემის „FM ქოუჩის“ სტუმარია „ჯეპრას“ ტრანსფორმაციის მენეჯერი, ტრენერი სოსო გალუმაშვილი.   –რა ფაქტორები იწვევს კომპანიებში რისკებს?   –რისკი არ არის მარტივი...

„თბილისმა ბიუჯეტში ახალი გადამხდელები უნდა შექმნას“ - თემურ ჭყონიას რჩევები თბილისის მომავალ მერს

person access_time2017-09-22 16:00:06
ბიზნესმენი  თემურ ჭყონია თბილისის მერობის კანდიდატებს რჩევას აძლევს. მისი განცხადებით, თბილისის ახალი  მერის  პირობებში,  თბილისმა ბიუჯეტში ახალი გადამხდელები უნდა შექმნას. ჭყონიას განცხადებით, აუცილებელია დედაქალაქში შეიქმნას ახალი სახეები, ბიზნესსუბიექტები და რაც მთავრია, აქცენტი ყოველთვის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და იმ მოთხოვნილებაზე  გაკეთდეს,  რაც ახალგაზრდა თაობას გააჩნია.   „ძველი უნდა დაივიწყოს ყველამ და ახლის შენება უნდა...

გიორგი კვირიკაშვილის მთავარი გზავნილები გაერო-ს ტრიბუნიდან

person access_time2017-09-22 11:30:00
„ჩემთვის, ისევე როგორც ჩემი თანამემამულეებისთვის, საამაყოა, რომ დღეს თქვენ წინაშე გამოსვლის პატივი მერგო. გზავნილი, რომლის გაჟღერებაც დღეს მე მომანდეს, მათ პირადად აქვთ განცდილი და შესისხლხორცებული“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე გამოსვლისას.   ეს გზავნილი, მათი გზავნილი მარტივი და გულწრფელია. ჩვენი სტრატეგიის ცენტრში საქართველოს მოქალაქეები არიან და ამით...

„ქართული ტყავი“: „ქართული ნედლეულის ქვეყნიდან გატანაზე რეგულაციები უნდა დაწესდეს“

person access_time2017-09-22 17:30:44
1995 წლის 30 ოქტომბერს ქართული ტყავის ბრენდი დაფუძნდა, რომელიც  სხვადასხვა ფერის ნატურალურ ტყავს აწარმოებს. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას მისი მფლობელი ზურაბ მჟავანაძე აცხადებს,  „ქვეყანაში ტყავის ბიზნესის განვითარება რთული არ არის, თუ მწარმოებლებს ექნებათ გარანტია, რომ იქნება სტაბილური ბაზარი და მუდმივად რისკის ქვეშ ყოფნა არ...

რეზონანსი: "ლარის კურსის პროგნოზირება უკვე შეუძლებელია!"

person access_time2017-09-21 18:00:26
  შარშანდელთან შედარებით, მიმოქცევაში ფულის მასა ნახევარი მილიარდი ლარით არის გაზრდილი   ლარის დევალვაციის პროცესი კვლავ არალოგიკურად გრძელდება. ფაქტს, რომ კურსის რყევა არც ერთი ეკონომიკური ფაქტორიდან არ მომდინარეობს, ეროვნული ბანკიც და მთავრობაც აღიარებს, მაგრამ ერთიც და მეორეც კურსის გამყარებას მიზანმიმართულად უშლის ხელს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სახელმწიფო თანამდებობის პირები,...

რობერტ ლოუსონი: „ქვეყნების უმეტესობა ისურვებდა ისეთივე ეკონომიკური სისტემა ჰქონდეს, რაც დღეს საქართველოშია“

person access_time2017-09-21 17:20:00
 „დღეს საქართველოს ეკონომიკა იმაზე თავისუფალია, ვიდრე მრავალი სხვა ქვეყნის, მათ შორის ჩემი ქვეყნის ეკონომიკა“ - როგორც კომერსანტს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ამის შესახებ ფრეიზერის ინსტიტუტის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგის ერთ-ერთავტორმა, რობერტ ლოუსონმა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.      „ჩვენ განვიხილეთ 2005 წლიდან დღემდე საქართველოში...

2018 წლიდან ტრანზიტული ავტომობილებისთვის მესამე პირის დაზღვევა სავალდებულო ხდება – რა ეღირება სადაზღვევო პოლისები

person access_time2017-09-21 16:05:00
საკუთარი ავტოტრანსპორტით მოგზაურები სადაზღვევო პაკეტის გარეშე საქართველოს საზღვარს ვეღარ გადმოკვეთენ. როგორც პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მიზანია დაარეგულიროს საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად წარმოქნილი სამოქალაქო ურთიერთობები, რომელიც წარმოიშობა საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისას მათივემონაწილეობით და, რომლის დროსაც ზიანი...

მსგავსი სიახლეები