მთავარი გვერდი

„ქართული კომპანიები დიდ პროექტებში საერთაშორისო მოთხოვნებს მთლიანად ვერ აკმაყოფილებენ“

person access_time2017-09-11 15:30:29

„ქართულ საპროექტო-სამშენებლო კომპანიებს მცირე პროექტებში მონაწილეობის პრობლემა არ აქვთ, თუმცა დიდ პროექტებში საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ“, - აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე „კომერსანტთან“ ინტერვიუში. მისი თქმით, საპროექტო-სამშენებლო სამუშაობის 60%-ში, რაც ქვეყანაში ხორციელდება, ქართული კომპანიები არიან ჩართულები და ინფრასტრუქტურული პროექტებიდან თანხის 60% ქვეყანაში რჩება.

 

- ბატონო გიორგი, ქვეყნის მასშტაბით, სამშენებლო-საპროექტო სამუშაოებში ქართული კომპანიები მონაწილეობენ უცხოური კომპანიების გვერდით. რატომ ვერ ხერხდება, რომ ერთ კონკრეტულ პროექტზე მხოლოდ ქართულმა კომპანიამ იმუშაოს და თანხები ქვეყანაში დარჩეს?

 

- სამწუხაროდ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული პროექტების მოთხოვნებს ქართული კომპანიები მთლიანად ვერ აკმაყოფილებენ. თუმცა ის პოლიტიკა, რასაც ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობა ატარებს, მათ საშუალებას აძლევს, რომ ყველა პროექტში მაქსიმალურად დატვირთულები იყვნენ. ეს ეხება საპროექტო სამუშაოებსაც და სამშენებლოსაც. თითქმის ყველგან, დაახლოებით 80%-ში ქართველი კომპანიები არიან დაკავებულები. მცირე პროექტებზე ქართულ კომპანიებს პრობლემა არ აქვთ, რადგან მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებენ.

 

თანხების დატოვებას რაც შეეხება, ჩვენი გათვლებით ინფრასტრუქტურული პროექტებიდან თანხის 60% საქართველოში რჩება. დანარჩენი არის ის მასალები და საწვავი, რაც იმპორტზე გადის. ასე რომ, ინფრასტრუქტურულ პროექტებში პოზიტიური ბალანსი გვაქვს.

 

- რა არის მთავარი პრობლემა, რის გამოც ქართული კომპანიები საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ, ხომ არ არის საუბარი დაბალ ხარისხზე?

 

- მთავარი პრობლემა არის გამოცდილების მხრივ. ქართული კომპანიები უკვე აგროვებენ გამოცდილებას. ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილონ და ამასაც ეტაპობრივად იმაღლებენ. იმედია, როდესაც შესაბამის გამოცდილებას დააგროვებენ, დამოუკიდებლად  ერთ კონკრეტულ პროექტზე მუშაობას უკვე თავადაც შეძლებენ. დაბალ ხარისხზე საუბარი გამორიცხულია. ყველა პროექტის მონიტორინგი და ზედამხედველობა ხდება ძალიან გამოცდილი უცხოური ინჟინრების მეთვალყურეობით. თუ მისაღები არ იქნება ხარისხი, დამკვეთი შესრულებულ სამუშაოს არ მიიღებს. ქართველმა ქვეკონტრაქტორებმა, რომლებიც საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობენ, უკვე დიდი გამოცდილება მიიღეს და ხარისხიც დადეს. თუნდაც ჩქაროსნული მაგისტრალის მაგალითზე ეს კარგად ჩანს. ხარისხი ყოველ წელს მატულობს.

 

-  რაც შეეხება ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზას, რომელიც რიკოთის გვირაბამდე მისასვლელი მონაკვეთია, რომლის მშენებლობაც იწყება,  უკვე ცნობილია, რომ სამუშაოებს იტალიური კომპანია „ასტალდი“ შეასრულებს. რომელმა კომპანიებმა შეასრულეს დაპროექტების სამუშაოებები და რამდენად გამოცდილები არიან მსგავს პროექტებში მონაწილეობით?

 

- პროექტირება ქართული კომპანიის „ტრანს პროექტი“ და კორეული კომპანიის „პინგვა“ მიერ მოხდა. ეს საერთაშორისო გამოცდილების თანამედროვე კომპანიაა. რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოებს, ორ ლოტად არის გაყოფილი. ერთ ლოტს, როგორც მოგეხსენებათ, საკმაოდ გამოცდილი და მსხვილი კომპანია „ასტალდი“ შეასრულებს, მეორე ლოტზე ტენდერი კი ჩინურმა კომპანია „სპინო ჰიდრომ“ მოიგო, რომელიც საქართველოში მსგავს პროექტებზე უკვე მუშაობს და ქობულეთის შემოვლითი გზის ორი ლოტი ააშენა. ასევე, გრიგოლეთის მიმართულების მეორე ლოტზეც ეს კომპანია მუშაობს. ტენდერი დაახლოებით წელიწადისა და რვა თვის წინ გამოცხადდა. იყო წინა საკვალიფიკაციო პერიოდი. სატენდერო პროცესი მსოფლიო ბანკის მონიტორინგის ქვეშ მიმდინარეობდა და გამარჯვებულად ის ორი კომპანია გამოცხადდა, რომლებსაც ყველაზე დაბალი ფასები ჰქონდათ დაფიქსირებული. იმედი გვაქვს, სამუშაოები ხარისხიანად და დაგეგმილ ვადებში შესრულდება. 

 

_ როგორც აღნიშნეთ, ქართულმა კომპანიამ მხოლოდ დაპროექტებაში მიიღო მონაწილეობა, სამშენებლო სამუშაოებს კი უცხოური კომპანიები შეასრულებენ. ქართული კომპანიები სამუშაოებში რატომ არ ერთვებიან?

 

- ორივე მხარე, ჩინურიც და იტალიურიც მოლაპარაკებებს აწარმოებენ ქართველ სამშენებლებლო კომპანიებთან. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნულ პროექტს ორი თვის შემდეგ ქართული ქვეკონტრაქტორები ეყოლება. ზოგადად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რადგან ამ მონაკვეთის საშუალებით, ჩრდილოეთიდან გვერდს ავუვლით ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და გამოვალთ რიკოთის გვირაბთან. ჩვენი ვარაუდით, მშენებლობა 2020 წელს დასრულდება.

 

ავტორი: თეონა კენჭიაშვილი


მარტვილის კანიონი, დაშბაშის ჩანჩქერი – ადგილები, რომელებიც ტურისტებისთვის აღმოჩენად იქცა

person access_time2017-09-22 19:00:23
ჯერ კიდევ 10 წლის წინ საქართველოს ამ ულამაზეს ადგილებს ძალიან ცოტა მნახველი ჰყავდა, ახლა კი ამ ადგილებს უამრავი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი სტუმრობს. როგორც საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ - ნატო კვაჭანტირაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ეს ადგილები აღმოჩენად იქცა არა მარტო უცხოელი, არამედ ქართველი ტურისტებისთვისაც. მარტვილის კანიონი პირველ რიგში უნდა გამოვყოთ, რადგან წელს მას უამრავი მნახველი...

Bloomberg-ი ელექტრომობილების ბუმს iPhone-ის ბაზარზე შემოსვლას ადარებს

person access_time2017-09-22 20:00:44
10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Apple-მა ახალი, ინოვაციური პროდუქტი შესთავაზა მომხმარებელს, რამაც მობილური ტელეფონების ინდუსტრია მთლიანად შეცვალა. სავარაუდოდ, ელექტრომობილებისა და თვითმავალი ავტომობილების განვითარება საავტომობილო ბაზარზე ასევე მასშტაბურ ცვლილებებს გამოიწვევს.   ამის საფუძველს Tesla-სა და მისი კონკურენტების, ასევე Uber Technologies Inc.-ისა და Alphabet-ის საავტომობილო დეპარტამენტის, Waymo-ს პროგრესირება იძლევა. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ წლების წინ Apple-ის...

„აირზენა“ პარიზის და ევროპის სხვა ქალაქების მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

person access_time2017-09-22 15:09:11
ავიაკომპანია „აირზენა“ გაზაფხულიდან ევროპის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს. როგორც კომპანიაში კომერსანტს განუცხადეს, აპრილიდან   „აირზენა“ ამატებს პარიზის, ბარსელონის, ბერლინის, ბრიუსელის, ბოლონიის და სხვა მიმართულებებს.   „კიდევ რომელი ქალაქები დაემატება ჩვენს რეისებს, წინასწარ ვერ გეტყვით. დეტალებს მალე დავაანონსებთ. ასევე, მოგვიანებით გახდება ცნობილი ფრენის ღირებულებაც“, – განუცხადეს...

სოსო გალუმაშვილი: "საქართველოში კომპანიებს რისკების შეფასება არ უყვართ და ელიან, როდის ჩაივლის რისკი

person access_time2017-09-22 14:00:01
რისკი ეს არის გარკვეული მოვლენების ზემოქმედება კომპანიების, ორგანიზაციების სტრატეგიულ თუ საოპერაციო მოქმედებებზე. ხშირად კომპანიებში რისკების ალბათობა საკმაოდ მაღალია. ამისთვის საჭიროა მენეჯმენტმა წინასწარ იცოდეს რისკ ფაქტორების შესახებ. გადაცემის „FM ქოუჩის“ სტუმარია „ჯეპრას“ ტრანსფორმაციის მენეჯერი, ტრენერი სოსო გალუმაშვილი.   –რა ფაქტორები იწვევს კომპანიებში რისკებს?   –რისკი არ არის მარტივი...

„თბილისმა ბიუჯეტში ახალი გადამხდელები უნდა შექმნას“ - თემურ ჭყონიას რჩევები თბილისის მომავალ მერს

person access_time2017-09-22 16:00:06
ბიზნესმენი  თემურ ჭყონია თბილისის მერობის კანდიდატებს რჩევას აძლევს. მისი განცხადებით, თბილისის ახალი  მერის  პირობებში,  თბილისმა ბიუჯეტში ახალი გადამხდელები უნდა შექმნას. ჭყონიას განცხადებით, აუცილებელია დედაქალაქში შეიქმნას ახალი სახეები, ბიზნესსუბიექტები და რაც მთავრია, აქცენტი ყოველთვის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და იმ მოთხოვნილებაზე  გაკეთდეს,  რაც ახალგაზრდა თაობას გააჩნია.   „ძველი უნდა დაივიწყოს ყველამ და ახლის შენება უნდა...

გიორგი კვირიკაშვილის მთავარი გზავნილები გაერო-ს ტრიბუნიდან

person access_time2017-09-22 11:30:00
„ჩემთვის, ისევე როგორც ჩემი თანამემამულეებისთვის, საამაყოა, რომ დღეს თქვენ წინაშე გამოსვლის პატივი მერგო. გზავნილი, რომლის გაჟღერებაც დღეს მე მომანდეს, მათ პირადად აქვთ განცდილი და შესისხლხორცებული“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე გამოსვლისას.   ეს გზავნილი, მათი გზავნილი მარტივი და გულწრფელია. ჩვენი სტრატეგიის ცენტრში საქართველოს მოქალაქეები არიან და ამით...

„ქართული ტყავი“: „ქართული ნედლეულის ქვეყნიდან გატანაზე რეგულაციები უნდა დაწესდეს“

person access_time2017-09-22 17:30:44
1995 წლის 30 ოქტომბერს ქართული ტყავის ბრენდი დაფუძნდა, რომელიც  სხვადასხვა ფერის ნატურალურ ტყავს აწარმოებს. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას მისი მფლობელი ზურაბ მჟავანაძე აცხადებს,  „ქვეყანაში ტყავის ბიზნესის განვითარება რთული არ არის, თუ მწარმოებლებს ექნებათ გარანტია, რომ იქნება სტაბილური ბაზარი და მუდმივად რისკის ქვეშ ყოფნა არ...

რეზონანსი: "ლარის კურსის პროგნოზირება უკვე შეუძლებელია!"

person access_time2017-09-21 18:00:26
  შარშანდელთან შედარებით, მიმოქცევაში ფულის მასა ნახევარი მილიარდი ლარით არის გაზრდილი   ლარის დევალვაციის პროცესი კვლავ არალოგიკურად გრძელდება. ფაქტს, რომ კურსის რყევა არც ერთი ეკონომიკური ფაქტორიდან არ მომდინარეობს, ეროვნული ბანკიც და მთავრობაც აღიარებს, მაგრამ ერთიც და მეორეც კურსის გამყარებას მიზანმიმართულად უშლის ხელს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სახელმწიფო თანამდებობის პირები,...

რობერტ ლოუსონი: „ქვეყნების უმეტესობა ისურვებდა ისეთივე ეკონომიკური სისტემა ჰქონდეს, რაც დღეს საქართველოშია“

person access_time2017-09-21 17:20:00
 „დღეს საქართველოს ეკონომიკა იმაზე თავისუფალია, ვიდრე მრავალი სხვა ქვეყნის, მათ შორის ჩემი ქვეყნის ეკონომიკა“ - როგორც კომერსანტს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ამის შესახებ ფრეიზერის ინსტიტუტის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგის ერთ-ერთავტორმა, რობერტ ლოუსონმა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.      „ჩვენ განვიხილეთ 2005 წლიდან დღემდე საქართველოში...

2018 წლიდან ტრანზიტული ავტომობილებისთვის მესამე პირის დაზღვევა სავალდებულო ხდება – რა ეღირება სადაზღვევო პოლისები

person access_time2017-09-21 16:05:00
საკუთარი ავტოტრანსპორტით მოგზაურები სადაზღვევო პაკეტის გარეშე საქართველოს საზღვარს ვეღარ გადმოკვეთენ. როგორც პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მიზანია დაარეგულიროს საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად წარმოქნილი სამოქალაქო ურთიერთობები, რომელიც წარმოიშობა საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისას მათივემონაწილეობით და, რომლის დროსაც ზიანი...

მსგავსი სიახლეები