მთავარი გვერდი

„კომერსანტის ექსკლუზივი: Calvin Klein ქართულ ბაზარზე შემოდის

person access_time2017-07-14 10:30:26

საქართველოში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდი Calvin Klein–ი შემოდის. კომერსანტისთვის  ექსკლუზიურად ხდება ცნობილი, რომ ბრენდის პირველი ოფიციალური მაღაზია  გალერია თბილისში შემოდგომაზე გაიხსნება. საწყის ეტაპზე Calvin Klein Jeans label-ით იქნება წარმოდგენილი.

 

Calvin Klein-ი დაფუძნებულია 1968 წელს ნიუ-იორკში (აშშ), მისი წლიური ბრუნვა 8 მილიარდ დოლარს აჭარბებს და მსოფლიოს მასშტაბით ფლობს 2,800-მდე მაღაზიას.

 

რა ფართობზე განთავსდება მაღაზია, რა სახის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი და რა საფასო პოლიტიკა ექნება საქართველოს ბაზარზე, ამასთან დაკავშირებით Calvin Klein-ის ბრენდის ოფიციალურ წარმომადგენლობაში და „გალერია თბილისში ამ ეტაპზე არ საუბრობენ. თუმცა როგორც „კომერსანტს განუცხადეს, პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მომხმარებელი უახლოეს მომავალში მიიღებს და ამ დეტალებს ექსკლუზიურად „კომერსანტი შემოგთავაზებთ.

 

რაც შეეხება „გალერია თბილისს, ის საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ტურიზმისა და უძრავის ქონების მიმართულებით ერთ-ერთი მიმდინარე საინვესტიციო პროექტია, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 80 მლნ დოლარია. გალერია თბილისის ჯამური სავაჭრო ფართი 22,000 მ²-ს შეადგენს. ერთ დიდ სივრცეში გაერთიანდება საცალო ვაჭრობისთვის განკუთვნილი 5 სართული და საკვები ზონა. გალერეა თბილისი ვიზიტორებს შოპინგის საშუალებას მისცემს. სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება საშუალო და საშუალოზე მაღალი საფასო სეგმენტის ადგილობრივი და საერთაშორისო, მსოფლიოში ცნობილი ბრენდები, მათ შორის, H&M. 



„გალერია თბილისის მოსაწყობად თბილისის ძველი უნივერმაღის შენობაში სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის ზაფხულში დაიწყო. სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის ზაფხულში დასრულდება, 2017 წლის სექტემბრის ბოლოს კი ოფიციალურად გაიხსნება

 

 

ავტორ(ებ)ი: ლიკა გურაბანიძე


Reuters - დოლარი გამყარდა, მსოფლიო ფინანსური ბაზარი აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილების მოლოდინშია

person access_time2017-09-19 20:00:09
გლობალური აქციები გაიზარდა, დოლარი გამყარდა, ინვესტორები ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველთა გადაწყვეტილების მოლოდინში არიან, - წერს Reuters.   კერძოდ, ინვესტორების უმრავლესობის ვარაუდით, შეერთებულ შტატებში ფედერალურიბანკის მმართველები გადაწყვეტენ, რომ გაზარდონ საკრედიტო ფულზე ინტერესის მთავარი მაჩვენებელი.   ამგვარად, უკვე წინასწარ ხდება აქციების მასიურად შესყიდვა და პირველ რიგში, ისეთ კომპანიებში, რომლებიც უშუალოდ ნახავენ სარგებელს...

თემურ ჭიჭინაძე: “2012 წლიდან დენის ტარიფი კატასტროფულად არის გაზრდილი, რისი აუცილებლობაც არ იყო”

person access_time2017-09-19 18:30:57
სემეკის მონაცემებით საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად საშუალოდ  3.5 პროცენტით იზრდება. ელექტროენერგიის დეფიციტური წარმოების პირობებში, დენის იმპორტი გასულ წელთან შედარებით საქართველოში თითქმის გაორმაგდა. სპეციალისტების შეფასებით, სიტუაციას ართულებს ის ფაქტიც, რომ ადგილობრივ ბაზარზე დღეს ორი მონოპოლისტი კომპანია ,,თელასი’’ და ,,ენერგო პრო ჯორჯია’’ ოპერირებს, შესაბამისად სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ დენის გაძვირების პერსპექტივაც ყოველთვის დიდი...

„როდესაც ბანკის მოგებაში ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალი უფრო მეტია, ვიდრე საბანკო საქმიანობიდან, ეს კარგი არ არის“

person access_time2017-09-19 17:00:06
„ეროვნული ბანკი ცდილობს, რომ ბანკების არაპროფილური საქმიანობა დაიძლიოს, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ხვრელები არ უნდა დარჩეს, ძალიან მახვილი თვალია საჭირო“, – ასე ეხმაურება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც კომერციული ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების გამიჯვნას ეხება.   როგორც რომან...

„საქართველოს გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნის სტატუსი აღარ აქვს“ – დაუჭერენ თუ არა მხარს დონორები ქართული კომპანიებისთვის შეღავათიანი სისტემის დანერგვას?

person access_time2017-09-20 09:00:14
მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანია „კავკაზუს როუდ პროჯექტის“  ხელმძღვანელი პაატა ტრაპაიძე  სახელმწიფო შესყიდვებში ქართული კომპანიებისთვის შეღავათების დაწესებაზე „კომერსანტთან“ საუბრობს. მისი განცხადებით, აღნიშნული შეღავათი დონორების მიერ დაკონტრაქტებულ ტენდერებზე სავარაუდოდ, არ გავრცელდება და ის მხოლოდ სახელმწიფოსგან დაფინანსებულ პროექტებს შეეხება.   როგორც ტრაპაიძე აცხადებს, საქართველო აღარ...

როგორი იქნება ვეფხვი და მოყმის “დაკიდული” ხიდი (ვიდეო)

person access_time2017-09-19 15:15:48
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საზოგადოებას, პროგრამული ხედვის ფარგლებში, სატრანსპორტო პოლიტიკა და მისი ძირითადი მიმართულებები წარუდგინა. პროგრამაში მოხვდა მარშალ გელოვანის გამზირიდან სამტრედიის ქუჩაზე გამავალ ე.წ. დაკიდულ ხიდი, რომლის განხორციელებაზე „ქართულმა ოცნებამ 2013 წლის თებერვალში უარი განაცხადა. მოგვიანებით გაირკვა, რომ პროექტი აუცილებლად განხორციელდება.     როგორც...

რატომ არ გაამყარა ლარი ტურისტების მიერ დახარჯულმა 1.86 მილიარდმა დოლარმა

person access_time2017-09-19 14:40:13
ბოლო პერიოდის განმავლობაში, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში უფასურდება. ეკონომისტები ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფუნდამენტურ და მაკროეკონომიკურ ფაქტორებს ვერ ხედავენ და ძირითად აქცენტს სეზონურობაზე აკეთებენ. ტურისტული სეზონი ქვეყანაში ვალუტის შემოდინებასთან ასოცირდება და ამ პერიოდში, როგორც წესი, კურსს დაღმავალი ტრენდი არ აქვს, თუმცა ტურისტული სეზონის მილევასთან ერთად, ეროვნულმა ვალუტამ დოლართან მიმართებაში გაუფასურება დაიწყო. საპარლამენტო...

“ნაბეღლავი” ლაიმის ექსტრაქტით ალუმინის ქილაში - ახალი პროდუქტის რეალიზაცია დღეიდან დაიწყო

person access_time2017-09-19 13:01:43
„ნაბეღლავის“ მწარმოებელმა კომპანია „წყალი მარგებელმა“ მინერალური წყალი ლაიმის ექსტრაქტით გამოუშვა. ამის შესახებ „კომერსანტთან საუბრისას კომპანიის ხელმძღვანელმა ავთანდილ სვიმონიშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ახალი პროდუქტი სარეალიზაციო ქსელში უკვე დღეიდან გავიდა.   სვიმონიშვილის ინფორმაციით, ახალი პროდუქტი 0.33 ლიტრიან ალუმინის ქილაში გაიყიდება და მისი გასაყიდი ფასი 1 ლარი იქნება. მისივე  განმარტებით, უკვე დღეიდან...

პარლამენტის წევრების კავშირები ბიზნესთან და შეუთავსებელი საქმიანობა

person access_time2017-09-19 11:30:43
დეპუტატების არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები და სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა – საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ახალი ანგარიშის მიხედვით, ეს პრობლემა არსებობს მეცხრე მოწვევის პარლამენტშიც.    როგორც კვლევაშია აღნიშნული, ოფიციალური მონაცემების შესწავლის საფუძველზე გამოიკვეთა:   პარლამენტის წევრების ბიზნეს...

საგადასახადო შეღავათების შედეგად ამ დრომდე 25 დაუსრულებელი ობიექტის მშენებლობა განახლდა

person access_time2017-09-19 11:06:45
დაუსრულებელი მშენებლობისთვის საგადასახადო შეღავათის ამოქმედებიდან დღემდე 25 დაუსრულებელი ობიექტის მშენებლობა განახლდა. მათი საერთო საინვესტიციო ღირებულება 65 მილიონ დოლარამდეა, ხოლო მშენებლობის დასრულება 2017 წლის ბოლომდე უნდა მოხდეს. საუბარია მიმდინარე წელს, საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებზე, რომლის შედეგადაც, 2 წლით გაიზარდა დაუსრულებელი მშენებლობებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათის გამოყენების ვადა. მშენებლობის დასრულების საბოლოო ვადად კი 2019 წლის 31 დეკემბერი...

კომერციულმა ბანკებმა 2 კვარტალში ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან 114,9 მლნ. ლარის მოგება მიიღეს

person access_time2017-09-19 09:00:41
კომერციულ ბანკებს ვალუტის ყიდვა–გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებული მოგების მოცულობა ეზრდებათ. 2017 წლის ორ კვარტალში ბანკებმა მთლიანად ამ ოპერაციებიდან 114 953 959 ლარის მოგება მიიღეს.  კომერციული ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, 2017 წლის პირველ კვარტალში ვალუტის ყიდვა–გაყიდვის ოპერაციებიდან ბანკების მოგებამ 58 382 400 ლარი შეადგინა.  მეორე კვარტალში კომერციულმა ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან 56,7 მილიონი ლარის მოგება მიიღეს.    კომერციული...

მსგავსი სიახლეები